"მოიზღვავე წიგნები" – 13-14 ივლისს, გორში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

13-14 ივლისს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“.
 
გამოფენაზე წიგნები 40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. აქციის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს 8 წამყვანი გამომცემლობის („აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“, „დიოგენე“, „ინტელექტი“, „ლაზარე“, „ლოგოს პრესი“, „წიგნები ბათუმში“) წიგნები.

წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ირიათონი“ მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს აქციას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებაში, რაც წიგნების გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული ფასდაკლებით გულისხმობს
 
გამოფენის მხარდამჭერები არიან: გორის მუნიციპალიტეტის მერია და ერისთავის თეატრი.