„კომუნი-კაცია ადამიანი“ – ქართველი არტისტის GAMEZ-ის კრეატიული ფოტო-პროექტი

  • 6 ივლისი 2017
  • ART
ავტორი: მარიამ კელიხაშვილი

ქართველი არტისტის GAMEZ-ის კრეატიული და სპონტანური ფოტო-პროექტი – „კომუნი-კაცია ადამიანი“, პაროდია კითხვებზე, რომლებიც ხშირად დაისმის და კომუნიკაცია ფოტოებით, სადაც კითხვები და მათი ავტორები საინტერესოდ და სახალისოდ ერთიანდებიან.

GAMEZ

მოგვიყევი რა პროექტია? ინსპირაცია საიდან მიიღე?

ჩემი რიგითი სპონტანური პროექტია, სადაც ზუსტად ეს ფრაზები მაქვს გამოყენებული - „ინსპირაცია საიდან გაქვს?“, „ეს რა პროექტია?“, ფაქტობრივად პაროდიაცაა იმ კითხვებზე, რომლებსაც ხშირად მისვამენ, მაგ: „როდის უნდ დამხატო?“, „ყველა დახატული გყავს და მე რა დავაშავე?“, „ტატუს გადაკეთება მინდა“ და ა.შ.

კითხვებს ადრესატებს რის მიხედვით ურჩევ?

ყველაფერს სპონტანურად და მოულედნელად ვაკეთებ, არ არის რაიმე შერჩევითობა. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ვულისხმობ იმ შემთხვევებს როდესაც ჩემს რომელიმე მეგობარს, რაიმე ამოჩემებული ფრაზა აქვს და მათ სწორედ ამ ფრაზასთან ერთად ვიღებ.

მაგრამ ისე უფრო ზოგადია, ზოგადი დამოკიდებულებები, ფრაზები, რომელთაც ამ ფორმით ვასაჯაროებ, ვაკონტაქტებ, ვაერთიანებ და რაღაცნაირი საერთო ამბავი გამოდის.

რა არის ამ პროექტის მიზანი?

კომუნიკაციაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, ბევრ რამეს იტევს ეს ფორმა თავისში. იუმორია დიდი დოზით, მუდმივად სახალისოა პროცესი და საბოლოოდ – ფოტოებიც, ნაცნობებიც ერთობიან და სრულიად უცხო ადამიანებიც ინტერესდებიან. რაც მთავარია – ძალიან ბუნებრივი, გულწრფელი, დაუგეგმავი, მოულოდნელი და მხიარული პროცესია.

ამ ფორმით თანაბრად შეგიძლია ეკონტაქტო ცხოველებსაც და ასაუბრო ადამიანებივით.