„აჩუქეთ წიგნებს მეორე სიცოცხლე“ მკითხველთა თხოვნით მეორედ გაიმართება

30 ივნისს, 12-დან 21 საათამდე, ახალ მზიურში უკვე მეორედ გაიმართება დაზიანებული წიგნების გამოფენა გაყიდვა – „აჩუქეთ წიგნებს მეორე სიცოცხლე!“ 

„აჩუქეთ წიგნებს მეორე სიცოცხლე!“ წიგნების სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონის“ პროექტია, პროექტის ორგანიზატორების აზრით, წიგნის პერსონაჟები ცოცხლობენ იმ დრომდე, ვიდრე მათ ისტორიებს მკითხველი ჰყავთ. დაზიანებული წიგნების პერსონაჟები ხშირად დავიწყებისთვის არიან განწირული. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათი გადარჩენა – ამაში კი მკითხველის ჩართულობა აუცილებელია. 

როგორ აპირებენ წიგნების გადარჩენას? – „ირიათონმა“ ყველა დაზიანებული წიგნი მოიძია, შეკრიბა და მათ 70-80%-მდე ფასდაკლებით სთავაზობს მკითხველს გამოფენა-გაყიდვაზე – „აჩუქეთ წიგნებს მეორე სიცოცხლე“.

როგორ უნდა დაეხმაროთ? – უნდა ესტუმროთ 30 ივნისს, 12-დან 21 საათამდე ახალ მზიურში, წიგნები განსაკუთრებული, უპრეცედენტო ფასდაკლებით შეიძინოთ და ამ გზით აჩუქოთ მათ მეორე სიცოცხლე.

წიგნებს აღენიშნებათ სხვადასხვა ხარისხის დაზიანება და მათი რაოდენობა შეზღუდულია.