„მაგთი კლუბი“ გელა ჩარკვიანთან შეხვედრას უმასპინძლებს

8 ივნისს, 19:00 საათზე, „მაგთი კლუბი“ და გამომცემლობა „ინტელექტი“ გიწვევთ შეხვედრაზე დიპლომატთან და მწერალთან – გელა ჩარკვიანთან.

ღონისძიების ფარგლებში გელა ჩარკვიანი წარადგენს თავის წიგნებს: 

„ინტერვიუ მამასთან“
„ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ 
„ნაგერალა“
„ნაგერალა 2“

წიგნების წარდგინების პარალელურად ავტორი შეასრულებს ნაწყვეტებს ამავე წიგნებში ნახსენები მუსიკალური კომპოზიციებიდან.