საქართველოდან წარმოშობილი ყველაზე ლამაზი მსახურები, რომლებიც სულთნისა და შაჰის გვერდით მსახურობდნენ

ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე

„როგორც კი ქართველი მეფე-მთავრები ერთმანეთთან ომში ტყვეებს იშოვნიან, იმთავითვე გზავნიან ოსმალეთში გასაყიდად. ადამიანთა ყიდვა-გაყიდვა ამ ქვეყანაში იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ როცა ცოლს ან ქმარს ფული დასჭირდება, თავის ერთ-ერთ შვილს გზავნის [მონად] გასაყიდად ან მეწვრილმანესთან ბაფთებს, ტილოს ნაჭრებსა თუ სხვა ამგვარ ნივთებზე გადასაცვლელად“.

XVII საუკუნის შუა წლებში ფრანგმა ვაჭარმა ჟან-ბატისტ ტავერნიემ, რომელიც აქტიურად ვაჭრობდა ინდოეთთან ძვირფასი თვლებით, მრა­ვალ­­ჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთსა და ინდო­ეთში და საკუთარი თავგადასავლების ამბავი შემდგომში ცალკე წიგნად გამოსცა. ქართველებზე საუბრისას, ტავერნიე აღნიშნავს, რომ მათში ტყვე­თა სყიდვა მეტად გავრცელებული და მიღებული რამ იყო: „როგორც კი ქართველი მეფე-მთავრები ერთმანეთთან ომში ტყვეებს იშოვნიან, იმთავითვე გზავნიან ოსმალეთში გასაყიდად. ადამიანთა ყიდვა-გაყიდვა ამ ქვეყანაში იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ როცა ცოლს ან ქმარს ფული დასჭირდება, თავის ერთ-ერთ შვილს გზავნის [მონად] გასაყიდად ან მეწვრილმანესთან ბაფთებს, ტილოს ნაჭრებსა თუ სხვა ამგვარ ნივთებზე გადასაცვლელად“.

ჟან-ბატისტ ტავერნიე

კონსტანტინოპოლში ყოფნისას ტავერნიეს უნახავს სამეგრელოს მთავრის, დადიანის ელჩი, რომელიც „თავისი საქციელით ყველა ქრისტიანის დაცინვის საგანი გახდა. მან სულთანს საჩუქრად მიართვა რკინა და ფოლადი და დიდი ოდენობით ტყვე. პირველი შეხვედრის დროს მას ამალაში ჰყავდა 200-ზე მეტი კაცი, მაგრამ შემდეგ, ყოველდღიური ხარჯების დასაფარავად, ის ნელ-ნელა ყიდდა ამალის წევრებს“.

„ყველაზე ლამაზი იჩოღლანები, რომლებიც სულთნისა და შაჰის გვერდით მსახურობენ, სწორედ საქართველოდან არიან წარმოშობით; და ზოგადად, ოსმალეთისა და სპარსეთის თითქმის ყვე­ლა საუკეთესო მამაკაცი სწორედ საქართველოდანაა წარმოშობით, ვინაიდან ქართული სისხლი საუკეთესოა მთელ აზიაში. მუსულმანებს შორის ქარ­თველი გოგონები ყველაზე მეტად ფასობენ მა­თი სრულყოფილი სილამაზის გამო...“ 

ტავერნიეს ეხმიანება კიდევ ერთი ფრანგი მოგზაური – ფრანსუა დე ბულაი დე გუზი, რომელმაც 1653 წელს გამოსცა თავისი მოგზაურობების დღიური. თავის ნაწერებში ის აღნიშნავს: „გურჯებს ანუ ქართველებს წინ გრძელი, ხოლო უკან მოკლედ შეკრეჭილი თმა აქვთ. ისინი, პოლონელე­ბისა და თათრების მსგავსად, ბეწვის ქუდებს ატარებენ და აცვიათ გრძელი ქურთუკები. გამოირ­ჩევიან მამაცობით, მაგრამ [ჭეშმარიტი] რწმენისა და რელიგიის გარეშე არიან, ქრისტიანობის სახელის გარდა არაფერი გაეგებათ. ისინი თავიანთ შვილებს ყიდიან თურქებსა და სპარსელებზე…. ყველაზე ლამაზი იჩოღლანები, რომლებიც სულთნისა და შაჰის გვერდით მსახურობენ, სწორედ საქართველოდან არიან წარმოშობით; და ზოგადად, ოსმალეთისა და სპარსეთის თითქმის ყვე­ლა საუკეთესო მამაკაცი სწორედ საქართველოდანაა წარმოშობით, ვინაიდან ქართული სისხლი საუკეთესოა მთელ აზიაში. მუსულმანებს შორის ქარ­თველი გოგონები ყველაზე მეტად ფასობენ მა­თი სრულყოფილი სილამაზის გამო... 

კონსტანტინოპოლში მე ვნახე სამეგრელოს ელჩი, რომელმაც სულთანს ჩაუტანა თავისი ბატონის ყოველწლიური ხარკი – ქსოვილები და მონები. ელჩს ასევე ჰყავდა ჩამოყვანილი თავისი ოცდაათი თუ ორმოცი მონა, რომელთაც ის ნელ-ნელა ჰყიდდა. ამ ელჩმა თავისი მდივანი საუკეთესო ლუკმასავით ბოლოსთვის შემოინახა და შემდეგ, წასვლის წინ, უსახსრობის გამო ისიც გაყიდა და შინ მარტო დაბრუნდა“.