„ინტელექტის“ მკითხველთა კლუბის კონკურსი – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“

გაბრიელ გარსია მარკესის ლეგენდარული რომანის – „მარტოობის ასი წელიწადის“ გამოცემიდან 50 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ინტელექტის მკითხველთა კლუბი აცხადებს კონკურსს გაბრიელ გარსია მარკესის ერთგული მკითხველებისთვის. 

კონკურსის პირობები ასეთია:

დაწერეთ თავისუფალი ტექსტი სათაურით „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“ და 31 მაისს შუადღის 12:00 საათამდე გააგზავნეთ კლუბის ელ-ფოსტაზე – Readersclubintelekti@gmail.com (ტექსტი უნდა იყოს ერთი A4 გვერდის მოცულობის).

კონკურსის ორგანიზატორები 5 საუკეთესო ტექსტს წაიკითხავენ 31 მაისს, 20 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“, სადაც გაიმართება შეხვედრა ელზა ახვლედიანთან – მარკესის „მარტოობის ასი წელიწადისა“ და მისი სხვა რომანების მთარგმნელთან და მარკესის ახალი გამოცემის – „მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში“ – პრეზენტაცია.

გამარჯვებული ტექსტის ავტორი საჩუქრად მიიღებს გაბრიელ გარსია მარკესის გამოცემული რომანების სრულ კომპლექტს (11 წიგნს), ხოლო ტექსტი გამოქვეყნდება გამომცემლობა „ინტელექტის“ ოფიაციალური ვებ-გვერდის ბლოგზე.

დაწერე, გაიმარჯვე და დასაჩუქრდი მარკესის ახალი წიგნებით!