5 მაისს გელა ჩარკვიანი მკითხველს „ნაგერალა 2“-ს წარუდგენს

5 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“, გაიმართება გელა ჩარკვიანის ჩანაწერების მეორე ნაწილის, „ნაგრელა 2“-ის წარდგენა.

„ნაგრელა 2“ გელა ჩარკვიანის „ნაგერალას“ – მეორე სეზონია. როგორც თანამედროვე ამერიკულ სერიალებშია: წინა სეზონის სიუჟეტი, ამბები და თემები ბუნებრივად იგულისხმება, მაგრამ დროდადრო უფრო მძაფრდება, ახალ ნაკადებს, დრამას და ხასიათებს დაიმატებს ხოლმე.

„ნაგრელა 2“ კონტრასტების წიგნია, ისევე როგორც ამ წიგნის ავტორის ცხოვრება – გვიანი სტალინური პერიოდიდან თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიამდე. პროფესიულ გამოცდილებაზე წერს თუ ჰობიზე, წარსულის მემკვიდრეობაზე თუ უახლეს ტენდენციებზე, გელა ჩარკვიანის ჩანაწერებს ყოველთვის თან ახლავს გულწრფელობა, სანდოობა, თემის სიღრმისეული ცოდნა და თვითირონია/იუმორი.

წიგნში ნოველასავით საკითხავი ბევრი ამბავიც შეგხვდებათ, რომელიც მოწყენისა და შესვენებისთვის სულ უფრო ნაკლებ დროს დაგიტოვებთ. კითხვა კი, სადაც გადაშლით, ნებისმიერი გვერდიდან შეგიძლიათ დაიწყოთ – თუნდაც ახლავე.

 „ნაგრელა 2“-ის წარდგენა უკვე გაიმართა თბილისის წიგნის საერთაშორისო დღის ფარგლებში და მკითხველთა აქტიურობიდან გამომდინარე ავტორი მკითხველს ამჯერად წიგნის წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუაში“ შეხვდება.

წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.