„მოიზღვავე წიგნები“ ახალ მზიურში გაიმართება

27-28 აპრილს, 12:00-დან 20:00 საათამდე, ახალ მზიურში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“. გამოფენაზე საქართველოს 8 წამყვანი გამომცემლობის წიგნები 20-50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. 

28 აპრილს, 15:00-16:00 საათებში გამოფენა-გაყიდვის პარალელურად ჩატარდება ვიქტორინა, სადაც ათი ბესტსელერი წიგნი გათამაშდება: 

გაბრიელ გარსია მარკესი – „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ 
მარიო ვარგას ლიოსა – „ცუდი გოგოს ოინები“
ხალიდ ჰოსეინი – „მთებმა მთებს უთხრეს“
ოთარ ჭილაძე – „ცა მიწიდან იწყება“
ირაკლი ჩარკვიანი – „მშვიდი ცურვა“
ირმა მალაციძე – „ექიმი კოდალა“
თავფიკ ალ-ჰაქიმი – „პროვინციელი გამომძიებლის დღიურები“
მაიკლ პუნკე – „გადარჩენილი“
სარა შეპარდი – „პატარა საყვარელი მატყუარები“
ფარნა-ბექა ჩილაშვილი – „ნამცეცა“

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი გამომცემლობების წიგნები:

გამომცემლობა „აზრი“ 
გამომცემლობა „არეტე“
გამომცემლობა „არტანუჯი“ 
გამომცემლობა „დიოგენე“ 
გამომცემლობა „ინტელექტი“ 
გამომცემლობა „ლოგოს პრესი“ 
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 
გამომცემლობა „ლაზარე“ 

პროექტის – „მოიზღვავე წიგნები“ – ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს სამ ქალაქში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში ამჯერად კი პროექტი თბილისში გაიმართება.

მის: მზიურის პარკი, კაფეს მიმდებარე ტერიტორია

ღონისძიების მხარდამჭერია ახალი მზიური • New Mziuri