შეხვედრა თორნიკე ჭელიძესთან

4 აპრილს, 19:30 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ გიწვევთ შეხვედრაზე თორნიკე ჭელიძესთან.

ავტორი ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე, პროფესიულ საქმიანობასა და თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე; წაიკითხავს მკითხველისთვის კარგად ნაცნობ თუ გამოუქვეყნებელ ლექსებს, ასევე ფრაგმენტებს მომავალი რომანიდან.

თორნიკე ჭელიძე დაიბადა 1990 წელს. 2011 წელს დაამთავრა თსუს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს ილიაუნიში, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო კურსზე.

2012 წლიდან მუშაობს სხვადასხვა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, წერს სტატიებს ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლისთვის“.

წლების განმავლობაში მისი ლექსები ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია რამდენიმე ანთოლოგიაში. სადებიუტო პოეტური კრებული „კონცენტრიკული წრეები“, რომელიც „ინტელექტმა“ 2013 წელს გამოსცა, ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი გახდა.

ღონისძიების ორგანიზატორია გამომცემლობა „ინტელექტი“.

დასწრება თავისუფალია!