სალომე ადამიას საჯარო ლექცია

3 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ გაიმართება სალომე ადამიას საჯარო ლექცია – „მშვიდობა ქალების პროზაში და მის მიღმა“

როგორ დაარსდა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში? ვინ იყო პირველი ლაურეატი ქალი? რა საკითხებზე წერდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში და რაზე საუბრობენ დღეს თანამედროვე ავტორები? ბერტა ფონ ზუტნერის, შირინ ებადისა და მალალა იუსაფზაის შემოქმედება ცხადყოფს, რომ პრობლემები, რაზეც ეს ქალები წერენ, არ შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ ერთ ოჯახს ან ერთ ქვეყანას – ასეთია ჩვენი რეალობა და ასეთ სამყაროში ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი.

სალომე ადამია – ახალგაზრდა სოციალისტების თავმჯდომარე, სამოქალაქო აქტივისტი; პროექტების „გახდი მშვიდობის მშენებელი“, „ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის“ და „მშვიდობის აკადემია“ იდეის ავტორი და მენეჯერი; გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში სოციალური პროექტის – „ნუ მოერგები სტერეოტიპებს – შეცვალე რეალობა!“ – წარმომადგენელი.

დასწრება თავისუფალია!