საუბრები თანამედროვე ლიტერატურაზე

24 მარტს, 17 საათიდან 23 საათამდე „ბიბლუს გალერეაში“ გაიმართება შეხვედრა ქართველ ავტორებთან, შეხვედრის თემა იქნება „საუბრები თანამედროვე ლიტერატურაზე“.

შეხვედრაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ თანამედროვე ქართველ ავტორებს, დაუსვან შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე, შეიძინონ სასურველი წიგნ(ებ)ი 50%-იანი ფასდაკლებით და მიიღონ ავტოგრაფი.

17 საათი: გელა ჩარკვიანი
18 საათი: რუსუდან რუხაძე
19 საათი: ნატო ინგოროყვა
20 საათი: ნინო თარხნიშვილი
21 საათი: პაატა შამუგია
22 საათი: ტორესა მოსი


„საუბრები თანამედროვე ლიტერატურაზე“ გამომცემლობა „ინტელექტის“, გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ბიბლუსი გალერეას“ ერთობლივი პროექტია, რომელიც, აქციის – „შეიძინე ქართველი ავტორის წიგნი“ – ფარგლებში იმართება.

ქართული წიგნის ბაზრის ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღითიდღე მცირდება მკითხველის მოთხოვნა და ინტერესი თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმართ, რაც დაბალ ტირაჟებშიც კარგად ჩანს. გამომცემლობებისთვის თანამედროვე ავტორების წიგნების გამოცემა ხშირად არაკომერციულია. 

აქციის მიზანია ხარისხიანი, საინტერესო და მრავალფეროვანი, თბილისსა და რეგიონებში შეხვედრების გამართვა იმ ავტორებთან, რომლებიც დღევანდელობასა და ამ საუკუნის აქტუალურ პრობლემებზე წერენ. 

დასწრება თავისუფალია!