„მოიზღვავე წიგნები“ – წიგნების გამოფენა-გაყიდვა თბილისში

16-17 მარტს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, თბილისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა – „მოიზღვავე წიგნები“

გამოფენაზე წიგნები 20-50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. 

გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს 8 წამყვანი გამომცემლობის წიგნები 

  • „აზრი“ 
  • „არეტე“ 
  • „არტანუჯი“ 
  • „დიოგენე“ 
  • „ინტელექტი“
  • „ლოგოს პრესი“
  • „წიგნები ბათუმში“ 
  •  „ლაზარე“ 

„მოიზღვავე წიგნები“ წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ირიათონის“ პროექტია, რომელიც მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადგილას და მეტი წიგნი იყოს მკითხველისთვის ხელმისაწვდომი. „მოიზღვავე წიგნების“ ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონებს, პროექტი თავდაპირველად, სწორედ რეგიონის მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით განხორციელდა.

პროექტის – „მოიზღვავე წიგნები“ – ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს ოთხ ქალაქში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. 

„მოიზღვავე წიგნების“ ორგანიზატორები ამჯერადაც თბილისში ელოდებიან მკითხველს, სამომავლოდ კი აპირებენ, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის ბათუმსაც ესტუმრონ.