"მოიზღვავე წიგნები" – 27-28 ოქტომბერს, თბილისში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

27-28 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, თბილისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ წიგნების გამოფენა-გაყიდვა - „მოიზღვავე წიგნები“ გაიმართება.

გამოფენაზე წიგნები 40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. აქციის ფარგლებში 8 წამყვანი ქართული გამომცემლობების („აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“, „დიოგენე“, „ინტელექტი“, „ლოგოს პრესი“, „სიესტა“, „წიგნები ბათუმში“) წიგნების შეძენას შეძლებთ.

მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ირიათონი“  აქციას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებაში ატარებს, რაც წიგნების გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული ფასდაკლებით გულისხმობს.

პროექტის – „მოიზღვავე წიგნები“ – ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში უკვე გაიმართა.

27-28 ოქტომბრის გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია.